,,ფონდი ქართუ”-ს მორიგი საეჭვო გარიგება - რატომ განუდგა ივანიშვილი დავით ხიდაშელს
ივანიშვილის "ფონდი ქართუ" დავით ხიდაშელთან თანამშრომლობას წყვეტს. საეჭვო გარიგებები თუ შიდა ოლიგარქიული გარჩევები? - ირკვევა რომ პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ანტივირუსული პრეპარატის შექმნა უნდოდა, რისთვისაც დახმარება "ფონდ ქართუს" სთხოვა. ადამიანების გადასარჩენად წამალი ვერ შეიქმნა. საკუთარი წილი კი "ქართუმ" მესამე პირს გადასცა.
რისთვის გამოიყენებოდა კომპანია რეალურად? სად არის დაპირებული წამალი, ან რამდენი მილიონი დახარჯეს გასაიდუმლოებული ტრანზაქციებით? კითხვები ბევრია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ ფაქტს წინ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების ჩამორთმევის ამბავი უსწრებდა.
პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე არის ის ადამიანი, რომელიც დოკუმენტებს იკვლევდა. მას ეჭვი აქვს რომ ივანიშვილს აღარ სურს ითვლებოდეს ხიდაშელის პარტნიორად, რადგან თეორიულად დიდია შანსი, რომ დავით ხიდაშელი სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.
ამიტომ ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გასაიდუმლოებულ ტრანზაქციებზე პასუხებს "ქართუსგან" ითხოვს.
ივანიშვილმა ის 35 % რომელიც იყიდა დავით ხიდაშელისგან, უკან დაუბრუნა საწარმოს თანადამფუძნებელს და გავიდა პროექტიდან ისე, რომ არ გვაქვს შეკითხვებზე პასუხი, რამდენი მილიონი დაიხარჯა. რატომ შეიძლება ერთი წლის უკან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მასშტაბურ პროექტს აანონსებდნენ ივანიშვილის ექსპერტები, ერთი წლის შემდეგ, ასე მოულოდნელად, ხელაღებით ამხელა პროექტის შეწყვეტა, ისე, რომ მის შედეგებზე წარმოდგენა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ რაღაცაშია საქმე და ივანიშვილს აღარ სურს ითვლებოდეს ხიდაშელის პარტნიორად. თეორიულად ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება უკავშირდებოდეს ხიდაშელის მოსალოდნელ სანქციებს. როგორც ჩანს ეს ხმარდება არა საქველმოქმედო მიზნებს, არამედ დიდწილად ისევ ივანიშვილს და მის გარემოცვას". - ამბობს ირაკლი აბესაძე.
კანონმდებლობის უხეში დარღვევით "ფონდი ქართუ”-ს ანგარიშები სრულად გასაიდუმლოებულია და ისინი არ გასცემენ ინფორმაციას, რა ტიპის ტრანზაქციების სრულდება. ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გასაიდუმლოებული ტრანზაქციები არა საქველმოქმედო პროექტებს, არამედ ივანიშვილის გარემოცვის და სანქცირებული ოლიგარქების დახმარებას.
"ქართუ ფონდი" დღეს ივანიშვილის მთავარი საყრდენია საქართველოში და ამას ბოლო დროს ემატება ისიც, რომ ძალიან ბევრი საეჭვო ტრანზაქცია დავინახეთ. დავინახეთ გადაფორმებული ქონების უკან დაბრუნება, დავინახეთ კონკრეტულ კომპანიებში მათი წილობრივი მონაწილეობის შეწყვეტა და ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, მათ შორის ამ ფინანსების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და მათ შესაძლო კავშირთან რუსეთში სანქცირებულ პირებთან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ "ქართუ"-სთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცეს". - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.