არ გამოვრიცხავ, რომ რუსულმა ოცნებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დევნა

19.10.23 14:21
არ გამოვრიცხავ, რომ რუსულმა ოცნებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყოს  სამართლებრივი დევნა

"ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიმართ "ქართული ოცნების" მიერ აგორებულ დაშინების ახალ კამპანიას ეხმაურება. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს , ის არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრას. 

სამადაშვილი მმართველ პარტიას საბჭოთა მეთოდების გამოყენებაში ამხელს და დარწმუნებულია, რომ ისინი ყველანაირი გზით შეეცდებიან ყველა ინსტიტუციას დაუპირისპირდნენ.

ყველა საბჭოთა მეთოდის გამოყენებით რუსული ხელისუფლება შეეცდება, რომ შეებრძოლოს ყველა ინსტიტუციას და პიროვნებას, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი აბსურდი გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, მორიგ ჯერზე დაიწყონ რაღაც სამართლებრივი დევნა - აღნიშნა სამადაშვილმა.

აღმოჩნდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე პრეზიდენტი, ვისაც ოცნება ციხეში გაუშვებს - კობახიძის გუნდი ისევ იმუქრება. 

სამართლებრივი დავა მთავარსარდლის წინააღმდეგ ახლა ვერ შედგება, პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს, ამიტომ "ოცნება" ახლა მინიშნებებს აკეთებს.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება გვიან არასდროს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, ზურაბიშვილს ყველაფერი სხვაგვარად შემოუბრუნონ, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ კობახიძის დანაყოფს კომპრომატები ექნება. 

მსგავსი სიახლეები