შეშინებული კაცის მუქარა, კობახიძის არავის ეშინია - აქუბარდია

19.10.23 13:31
შეშინებული კაცის მუქარა, კობახიძის არავის ეშინია - აქუბარდია

"ეს იყო შეშინებული კაცის მუქარა, რომლისაც არავის არ ეშინია" - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის მუქარას. 

აქუბარდია ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმუნიტეტი აქვს, რომლის გამოც ყოვლად უსაფუძვლო, მმართველი პარტიის დავალების შესრულების მიზნით, პროკურატურას მას "ხელს ვერ მოკიდებს".

ირაკლი კობახიძე იყო ძალიან შეშინებული იმ მარცხის გარდაუვალობის შესახებ, რომელიც დადგა ამიტომ მას აღარც კი გაახსენდა საერთოდ, რომ პრეზიდენტს აქვს დაცულობა და პროკურატურა ასე ვერ მოკიდებს ხელს და ვერ დაიჭერს, მით უფრო საფუძველი როდესაც არ არსებობს. ეს იყო შეშინებული კაცის მუქარა, რომლისაც არავის არ ეშინია - აღნიშნა აქუბარდიამ.

გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა.  მომდევნო ერთი წელი  სალომე ზურაბიშვილი ისევ ათონელის რეზიდენციაში დარჩება,  ოღონდ იმ  შემთხვევაში თუ  "ქართულმა ოცნებამ" ახალი მუქარა სისრულეში არ მოიყვანა.  

"თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას   მომავალშიც დაარღვევს, შესაძლოა,  მისი საქმე  პროკურატურაში წავიდეს" - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც  სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის  პრეზიდენტი"  ეძახა.

 

მსგავსი სიახლეები