მეორე სერიას გაკეთებენ, მთავარ როლში კობახიძე, ხოლო რეჟისორად ივანიშვილი იქნება - მანჯგალაძე "ოცნების" მუქარაზე

19.10.23 13:37
მეორე სერიას გაკეთებენ, მთავარ როლში კობახიძე, ხოლო რეჟისორად ივანიშვილი იქნება - მანჯგალაძე "ოცნების" მუქარაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებულ ახალ მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მეორე სერიის გადაღებას გეგმავს, რომლის მთავარ როლში ირაკლი კობახიძე, ხოლო რეჟისორი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება მთავარი თემების გადაფარვას მეორეხარისხოვანი საკითხებით ცდილობს.

ეს მუქარა გაჟღერდა იმისთვის, რომ ერთი სერია ხომ ვიხილეთ ყველამ ერთად სიამოვნება შედეგის გარეშე, ახლა მეორე სერიას გაკეთებენ, მესამეს გადაიღებენ, მთავარ როლში იქნება ირაკლი კობახიძე, რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს სჭირდებათ, იმისთვის რომ, მთავარი თემებიდან ყურადღება მეორე და მესამე ხარისხოვან საკითხებზე გადავიტანოთ - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა. მომდევნო ერთი წელი სალომე ზურაბიშვილი ისევ ათონელის რეზიდენციაში დარჩება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ "ქართულმა ოცნებამ" ახალი მუქარა სისრულეში არ მოიყვანა.  

"თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას მომავალშიც დაარღვევს, შესაძლოა, მისი საქმე პროკურატურაში წავიდეს" - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის  პრეზიდენტი" ეძახა.

მსგავსი სიახლეები