ვამაყობ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურით, მსოფლიოში ასეთი ამბები ტრიალებს და საქართველოში სიმშვიდეა - ზარქუა

19.10.23 13:55
ვამაყობ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურით, მსოფლიოში ასეთი ამბები ტრიალებს და საქართველოში სიმშვიდეა - ზარქუა

"მე ვამაყობ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურით, მსოფლიოში ასეთი ამბები ტრიალებს და საქართველოში სიმშვიდეა" - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, გუშინ პრეზიდენტი კითხვებს გაექცა, ამიტომ ის "ტვ პირველს" მოუწოდებს მიმართოს ზურაბიშვილს კითხვით, თუ რის საფუძველზე შეუწყვიტა მოქალაქეობა გუშინ ფარცხალაძეს და არა მანამდე.

მე ვამაყობ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურით, სადაც მსოფლიოში ასეთი ამბები ტრიალებს და საქართველოში სიმშვიდე არის. რაც შეეხება ფარცხალაძეზე გამიხარდება მაგალითად თუ "ფორმულა" "ტვ პირველი" მიმართავთ პრეზიდენტს, გუშინ ვერ გავიგეთ გაიქცა კითხვები რომ დავუსვით, რის საფუძველზე შეუწყვიტა გუშინ და რამდენიმე კვირის წინ რის საფუძველზე დაუტოვა მოქალაქეობა (ფარცხალაძე)", - ამბობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები