ზურაბიშვილს ნული ქარიზმა აქვს, ვიდრე ბილბორდებზე არ ჩავენაცვლეთ, ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ - კობახიძე

19.10.23 14:06
ზურაბიშვილს ნული ქარიზმა აქვს, ვიდრე ბილბორდებზე არ ჩავენაცვლეთ, ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ისევე ლანძღავს. "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ნული ქარიზმა აქვს და არც პოპულარობა გააჩნია. 

კობახიძის თქმით, ერთადერთი, სადაც სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა აქვს, ეს „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილია.

"სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი.

იმის გამო, რომ ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ პირველ ტურში, მერე მეორე ტურში. ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ." თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენა. 

მსგავსი სიახლეები