პაატა მანჯგალაძე სუს-ს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური უწოდა

19.10.23 14:35
პაატა მანჯგალაძე სუს-ს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური უწოდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ სუს-ს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.

„სუს-ი არ ჰყავს ქვეყანას, ჩვენ გვყავს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური. ისინი დაკავებულები არიან არა ჯაშუშების, მათ შორის ფარცხალაძის მსგავსი ადამიანების გამოვლენით, არამედ დაკავებული არიან ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმებით, ეს არის გირჩი ჯაფარიძე, მშვილდაძე, ლევან ბერძენიშვილი და ა.შ.”- განაცხადა მანჯგალაძემ.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

მსგავსი სიახლეები