თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კოჭლი ინდაურის წიპიები არიან - გოცირიძე "ოცნებას"

19.10.23 14:41
თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კოჭლი ინდაურის წიპიები არიან  - გოცირიძე "ოცნებას"

"თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები" - ასე მიმართა დეპუტატი "ევროოპტიმისტების" ლიდერმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ" კანონში "ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვისას.

გოცირიძის თქმით, "ქართული ოცნება" სიძულვილის ენის გამოყენების გამო ტელევიზიებს უჩივლებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მიერ გაჟღერებული უხამსი წინადადებები პოლიტიკურ-კოლექტიურ ტერმინად იქნება გასაღებული.

გუშინ თუ გუშინწინ ითქვა, რომ პრეზიდენტი არის კოჭლი იხვი. ახლა მე რომ გითხრათ, თქვენი პრემიერმინისტრი, ან პარტიის თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, რომელიც გყავთ, არის კოჭლი ინდაურის წიწილა - ეს სიძულვილის ენა იქნება თუ არა? ერთ შემთხვევაში იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინებია კაცო, ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ხომ ასე თქვა? მე ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები. თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ. ხოლო, თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ-კოლექტიურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც არ არსებობს ერთი და იგივე საზომით განსჯა, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ხდება პოლიტიკური დევნის, რეპრესიებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ეს კანონმდებლობა უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან - აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები