ხმაური და დაპირისპირება ჭორვილას შესასვლელთან - სააკაშვილის მხარდამჭერებს კონტრაქციის მონაწილეები დაახვედრეს

19.10.23 15:01
ხმაური და დაპირისპირება ჭორვილას შესასვლელთან - სააკაშვილის მხარდამჭერებს კონტრაქციის მონაწილეები დაახვედრეს

სოფელ  ჭორვილასკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ივანიშვილის სოფელთან  კონტრაქციის მონაწილეები დაახვედრეს. 

ოლიგარქის სოფელთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მუშაობას და გზის გაგრძელებას უზღუდავენ ჟურნალისტებსაც. აგრესიული პირები ისვრიან ქვებსა და კვერცხებს. 

ისმის გინება ენმ-ს მხარდამჭერების მისამართით.

წუთი-წუთზე ადგილზე სოფო ჯაფარიძეს და მსვლელობის მონაწილეებს ელოდებიან. ივანიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სოფელში სააკაშვილის მომხრეებს არ შეუშვებენ, თუმცა კონტრაქციის მონაწილეები ვერ ასაბუთებენ, რას აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები