EU-ს მოთხოვნების შესრულების საფარქვეშ ცდილობთ, დაჩქარებული წესით მიიღოთ ცენზურის კანონი- სამადაშვილი "ოცნებას"

19.10.23 15:46
EU-ს მოთხოვნების შესრულების საფარქვეშ ცდილობთ, დაჩქარებული წესით მიიღოთ ცენზურის კანონი- სამადაშვილი "ოცნებას"

ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების საფარქვეშ დღეს თქვენ ცდილობთ, რომ დაჩქარებული წესით მიიღოთ რეალურად ცენზურის კანონი ჩვენს ქვეყანაში - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კანონპროექტი არათუ არ ასრულებს ევროკავშირის არცერთ მოთხოვნას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მოთხოვნას მედიის დამოუკიდებლობის, გაძლიერების თვალსაზრისით. მიღებული გაქვთ თუ არა წინასწარი თანხმობა შესაბამისი ექსპერტების მხრიდან, რომელიც ევროპულმა საბჭომ ჩვენთვის გამყო, რომ ეს არის ის სწორედ რაც შეესაბამება მათ რეკომენდაციებს და მათ მოთხოვნებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტი ამ წუთებში, ფორსირებულად,  მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიისთვის საფრთხე შეიცავს. 

 

მსგავსი სიახლეები