ბესელიას თქმით, "ოცნებას" ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების პერსპექტივა აშინებს

19.10.23 15:25
ბესელიას თქმით, "ოცნებას" ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების პერსპექტივა აშინებს

"ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გააქტიურების ეშინია - ოპოზიცია ფიქრობს, რომ
სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც კობახიძის გუნდი მას პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში სამართლებრივი დევნით ემუქრება.

შიშის საფუძველი რეალურია - ამბობს ეკა ბესელია და ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების პერსპექტივა სწორად დაინახა. 

პრეზიდენტი, რომელიც ასე ბრძოლისუნარიანია და უშიშარია ამ გზაზე, ეს თავისთავად ქმნის ახალ მოცემულობას, რომელიც მმართველი პარტიისთვის საფრთხისშემცველია. ასეთი გავეშებულები იმიტომ არიან, რომ ეს მათი გეგმა, რომ მარტო დარჩნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირისპირ, მთელი ძალისხმევით მიღწეული ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი თავზე ენგრევათ. ბუნებრივად, შეიძლება შეიქმნას ალტერნატიული, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური პროცესი, სადაც პრეზიდენტი შეიძლება ბუნებრივად ჩამოყალიბდეს, როგორც ამ პროცესის ლიდერი. მე არ ვიცი ეს ასე მოხდება თუ არა, მაგრამ მე ამას ძალიან რეალურად ვუყურებ და რეალურად უყურებს ამას "ქართული ოცნება", რომელსაც ეშინია და გადაწყვიტა, რადგან ვერ გააკონტროლებს პრეზიდენტს ზურაბიშვილს, მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყოს". - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები