თანამდებობაზე ყოფნის დროს, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი - ვახუშტი მენაბდე

19.10.23 16:05
თანამდებობაზე ყოფნის დროს, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი - ვახუშტი მენაბდე

რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს "ქართულ ოცნებას"  - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტი, მისი თანამდებობიდან გამომდინარე  და მისი პასუხისგებაში მიცემა ვიდრე ის თანამდებობაზეა, დაუშვებელია.

მენაბდე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოიწყოს, ეს ახალი იმპიჩმენტია მომდევნო ვიზიტებზე, თუ რა თქმა უნდა, ამას  სალომე ზურაბიშვილი განახორციელებს.

თანამდებობაზე ყოფნის დროს, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პრეტენზია, იქნება ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე თუ კონსტიტუციის დარღვევაზე მიმართული, გადის ერთი და იმავე პროცედურას და ეს არის იმპიჩმენტის პროცედურა. ახლა ხომ დასრულდა იმპიჩმენტის პროცედურა ამ სამ ვიზიტზე. თუ ამ სამ ვიზიტზე ხელახლა მოინდომებს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, ეს შეუძლებელია, აკრძალულია. მაგრამ მსგავსი ვიზიტები თუ მომავალში განხორციელდება, რომელსაც დაგეგმავს პრეზიდენტი, ამ ვიზიტებზე შეიძლება ისევ იგივე პროცედურა დღესვე შეიძლება დაიწყოს თავიდან". - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მსგავსი სიახლეები