სახალხო დამცველი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა
სახალხო დამცველს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
ომბუდსმენისთვის პარლამენტს წინა სასესიო კვირას უნდა მოესმინა, ლევან იოსელიანი პარლამენტშიც იმყოფებოდა, თუმცა პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გახანგრძლივების გამო, მოსმენა გადაიდო.
ანგარიში წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა.