ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს - კობახიძე სადავო კანონპროექტზე

19.10.23 16:30
ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს - კობახიძე სადავო კანონპროექტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს "არავითარი პოლიტიკური ინტერესი" არ აქვს. კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ევროკავშირმა აირჩია.

ეს კანონპროექტი არის გაგზავნილი ევროკავშირში. ვარიანტი შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს და ვიღებთ ამას. დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ჩანაწერი არის ძველი, ეს ჩანაწერი რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც", - განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოებს. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

მსგავსი სიახლეები