EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების სწრაფ და უფრო ეფექტიან განხილვას უჭერენ მხარს. მათი შეფასებით, ევროპაში ბოლო დროს მომხდარი ისლამისტური თავდასხმების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რომ ისინი, ვინც მიგრანტთა შორის უსაფრთხოების მაღალ რისკს შეიცავენ, ევროკავშირიდან სწრაფად გაძევდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ, იძულებით დავაბრუნოთ უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები, დავხუროთ ყველა საკანონმდებლო ხვრელი და მივიღოთ უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები," – ამბობს ევროკავშირის საიმიგრაციო კომისარი ილვა იოჰანსონი.
45 წლის ტუნისელი თავდამსხმელი, რომელმაც 17 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქში ფეხბურთის ორი გულშემატკივარი მოკლა, არალეგალურად იმყოფებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს თავშესაფრის მიღებაზე.