ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნი ევროპაში, როცა ცდილობ იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო - გრეგოროვა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მოხარულია, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა.
გრეგოროვა "პირველებთან" ამბობს, რომ ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნის "ოცნება" ევროპაში, როცა ცდილობს იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო.
ევროპარლამენტარი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ "ოცნებას" ეშინია, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ამის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს.
იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის გამო მოხარულები ვართ. ეს აგზავნის ძალიან ცუდ სიგნალს ევროპაში, როცა ცდილობ იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო. რაც მან გააკეთა, შეიძლება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მას შეუზღუდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყნებში და ლიდერებს ესაუბროს. საკითხავია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ვშიშობ, რომ ეს "ქართული ოცნების" შიშის ბრალია, რომ მომავალში ევროკავშირის წევრები გახდებიან, რადგან ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ ასე არ მოხდეს. ეს პროცესი ქვეყნისთვის ძალიან ნეგატიურ სურათს ხატავს. რადგან ეს იყო პრეზიდენტის ბლოკირება არ გაემართა შეხვედრები ევროკავშირში. საქართველოში ყველამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის". - ამბობს მარკეტა გრეგოროვა.