ცენზურის კანონი პარლამენტში მეორე მოსმენით დამტკიცებულია
82 მომხრე 4 წინააღმდეგი - ცენზურის კანონი პარლამენტში მეორე მოსმენით დამტკიცებულია. პარლამენტი ფორსირებულად, მეორე მოსმენით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კანონი მედიისთვის საფრთხეს შეიცავს.
დილიდან" მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.
"პირველების" ინფორმაციით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა.
პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო. აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის. მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.