დაპირისპირება ჭორვილაში - ქვებით და კვერცხებით შეიარაღებული მოძალადეები ხელშეუხებლები არიან

19.10.23 17:22
დაპირისპირება ჭორვილაში - ქვებით და კვერცხებით შეიარაღებული მოძალადეები ხელშეუხებლები არიან

ქვებით და კვერცხებით შეიარაღებული ბიძინა ივანიშვილის დამცველები ხელშეუხებლები არიან.  პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია არც ერთი ადამიანი, ვინც ჟურნალისტებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ. სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება რთული ამოცანა წესით არ არის. კადრები ისევ დაზარალებულმა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა გადაიღეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე იმასაც ვერ ამბობს, დაიწყო თუ არაა გამოძიება სოფელ ჭორვილასთან მომხდარ ფაქტზე. ზოგიერთს ნასროლი ქვები თავში მოხვდა, ზოგს დაზიანებები ნეკნის არეში აღენიშნება. 

 

მსგავსი სიახლეები