ცენზურის კანონი - ოპოზიცია "ოცნებისგან" ევროკომისიისგან მიღებული წერილის გასაჯაროებას ითხოვს

19.10.23 17:28
ცენზურის კანონი - ოპოზიცია "ოცნებისგან" ევროკომისიისგან მიღებული წერილის გასაჯაროებას ითხოვს

ოპოზიცია „ოცნებისგან“ მოითხოვს იმ წერილის გასაჯაროებას, რომელიც მმართველმა პარტიამ ევროკომისიისგან მიიღო და რომლითაც ამტკიცებენ, რომ კანონის მიღებას ევროპული რეკომენდაციები ავალდებულებთ. 

„ოცნება“ ამ კანონით აპირებს მედიას წინასაარჩევნოდ ფინანსური სანქციები დაუწესოს და ახალი რეგულაციები აამოქმედოს.

მე ახლა საჯაროდ წავიკითხავ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნას - ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელია, ასეთი ორგანოსთვის დაწესებული კრიტერიუმებით და ევროპის საბჭოს სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნათა მიხედვით. 
ძალაუფლებას უმატებთ ორგანოს, რომელიც არც დამოუკიდებელია, სხვათა შორის, არც კომპეტენტურია და რომლის საქმიანობის პრაქტიკა ადასტურებს, რომ არის მიკერძოებული.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5-მა წევრმა ერთი წლის განმავლობაში აიღო ხელფასად 1 118 ათასი ლარი, მეტი ვიდრე 5-მა ევროპელმა პრემიერმა. ასეთ ადამიანს აძლევთ თქვენ ახლა მედიის ცენზორის ფუნქციას,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

დღენახევარში ცდილობენ კიდევ ერთი ბერკეტი შეიქმნან მათთვის, რომ უკანასკნელი ბასტიონი, ნაწილი მასმედიისა, რასაც ვერ აკონტროლებენ, დაიქვემდებარონ სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც,“ - ამბობს დავით კირკიტაძე.

თქვენ თუ გინდათ, იმ არგუმენტით გახვრიტოთ ახლა ფსკერი, რომ იცით, რა ბექაური თქვენია და კომუნიკაციები თქვენი, მაშინ არცერთ ინსტიტუტს არ ცნობთ და ჩამოვაქციოთ მმართველობის სისტემა მთლიანად. ამიტომ უნდოდა ამ ხალხს, რომ საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ნახევრად საპარლამენტო - ერთი ყოფილიყო ყველაფერი... ამაზე მერე ხან ღლიცინებენ, გოიმურად ისიც,“ - ამბობს მდინარაძე.

 

„იმედში“ ამბის დამტრიალებელი ხელისუფლება, როგორ შეიძლება ვინმეს ელაპარაკებოდეს მედიის თავისუფლებაზე. ღამეების თენება რომ დაგვჭირდეს, გავათენოთ და შეფასებამდე იყოს ეს კანონპროექტი მიღებული, იმიტომ, რომ შეიძლება ამან კიდევ ერთი დადებითი, პლუს ნიშანი დაგვიწეროს ამ კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით,“ - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები