საპარლამენტო უმრავლესობამ ცენზურის კანონი დაამტკიცა

19.10.23 18:36
საპარლამენტო უმრავლესობამ ცენზურის კანონი დაამტკიცა

79 მომხრე, 3 წინააღმდეგ - პარლამენტში ცენზურის კანონი დამტკიცებულია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილები "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული ტემპით მიიღო. 

კანონი საბოლოოდ დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება. უცნობია, რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, ის მოტივირებული შენიშვნებით კვლავ უკან პარლამენტში დაბრუნდება. 

დილიდან "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება. 

"პირველების" ინფორმაციით,  „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა. 

პარლამენტმა  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო. აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის. მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.

მსგავსი სიახლეები