ჭორვილას ხელშეუხებელი მცველები - გინება, მუშტები, ქვები და კვერცხები ივანიშვილის სოფელთან მისულ ენმ-ს

19.10.23 20:11
ჭორვილას ხელშეუხებელი მცველები - გინება, მუშტები, ქვები და კვერცხები ივანიშვილის სოფელთან მისულ ენმ-ს

 

 

 

ჭორვილას ხელშეუხებელი  მცველები. გომელაურის უწყება ამ დრომდე არაფერს ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება ან დააკავეს თუ არა ძალადობრივი ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის  თვალწინ ისროდნენ ქვებს და კვერცხებს ოცნების მხარდამჭეერები.  სამართალდამცველები სიმბოლურად მხოლოდ გამშველებლების ფუნქციას ასრულებდნენ.  არადა ვითარება ჭორვილას შესასვლელთან უკიდურესად დაძაბული და სახიფათო იყო.   თბილისიდან წასულ ავტოკოლონას სოფლის შესასვლელთან დიდი რაოდენობით პოლიცია და კიდევ უფრო მეტი აგრესიული პარტაქტივი დაახვედრეს.

გინება, მუშტები, ქვები და კვერცხები - ასე დახვდა დღეს ოცნება ივანიშვილის სოფელთან მისულ ნაციონალურ მოძრაობას. ისროდნენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდათ. აქციის მონაწილეებთან ერთად არ ინდობდნენ ჟურნალისტებსაც. "პირველების" ოპერატორს  ნასროლი ქვა ფეხისა და თვალის არეში მოხვდა და  და მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის მიზანი ოლიგარქის სახლთან მშვიდობიანად მისვლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება იყო. თუმცა ოლიგარქის მშობლიურ სოფელთან მისულ  ნაციონალურ მოძრაობას ბლოკირებული გზა და მოძალადეების რაზმი დაახვედრეს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები