დღეიდან, მონა, რუსი ან ირაკლის სახეცვლილი სახელის ხსენება მედიისთვის დასჯადია - ცენზურის კანონი მიღებულია

19.10.23 20:13
დღეიდან, მონა, რუსი ან ირაკლის სახეცვლილი სახელის ხსენება მედიისთვის დასჯადია - ცენზურის კანონი მიღებულია

 

დღეიდან, მონა, რუსი ან ირაკლის სახეცვლილი სახელის ხსენება მედიისთვის დასჯადია. ცენზურის კანონი მიღებულია. კანონი, რომელიც მედიებს დახურვით ემუქრება, რამდენიმე დღეში სამი მოსმენით განიხილეს და სასწრაფო წესით დაამტკიცეს. ანუ თუ მარეგულირებელი ჩათვლის, რომ ეთერში სიძულვილის ენა ისმის ან უხამსი ფრაზა მოხვდა, შეუძლია ტელევიზია ჯერ დააჯარიმოს, შემდეგ კი ლიცენზიაც გააუქმოს. რა იგულისხმება უხამს ფრაზაში არავინ განმარტავს. კანონის განხილვა კი  დღეს დიდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

"ქართული ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნებს ამოეფარა. ამბობენ, რომ სწორედ ბრიუსელის რეკომენდაციაა ამ კანონის მიღება.  თუმცა რა წერია ევროპულ რეკომენდაციებში საგულდაგულოდ მალავენ.  ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ბრუსელიდან მიღებულ დოკუმენტს ოცნება არ ასაჯაროვებს.   ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონი კი პირდაპირი ცენზურაა, რომელიც არასასურველი მედიის გასაჩუმებლად იქნება გამოყენებული.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები