რა ფასს გადაიხდის ქვეყანა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის - რას ამბობენ "პირველებთან" ევროპარლამენტარები
რა ფასს გადაიხდის ქვეყანა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - ასე ეხმაურებიან ევროპელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მცდელობას. ამბობენ, რომ ეს სტატუსის პირდაპირი საბოტაჟია, რადგან ოცნებაში იციან, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. თუ ვინმე არღვევს კონსტიტუციას ეს ქართული ოცნებაა - ამბობენ ევროპარლამენტარები.
ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება, რომელსაც სრული კონტროლი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა მეთოდებით გააგრძელებს. მეორე დღეა პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტი მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მთავარი თემაა. საქართველოს მთავრობამ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ლობირებისთვის გამოუცხადა - ამ შინაარსის სტატიები იბეჭდება გავლენიან გამოცემებში.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.