პრეზიდენტი ვერ გადააყენეს და ახლა ციხით ემუქრებიან - აღმოჩნდება თუ არა ზურაბიშვილის საქმე პროკურატურაში?

19.10.23 20:31
პრეზიდენტი ვერ გადააყენეს და ახლა ციხით ემუქრებიან - აღმოჩნდება თუ არა ზურაბიშვილის საქმე პროკურატურაში?

 

გააგრძელებს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტების დაკავებების მავნე პრაქტიკას? სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენეს და ახლა ციხით ემუქრებიან. თუ ურჩი პრეზიდენტი მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებას ისევ გააგრძელებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. ოღონდ მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. მანამდე მას კონსტიტუცია იცავს.

აღმოჩნდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის საქმე პროკურატურაში, ეს ახლა პრეზიდენტზეა დამოკიდებული. დანია, ჩეხეთი, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემირო - ეს ის ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც სალომე ზურაბიშვილმა წასვლაზე ნებართვა მთავრობისგან უკვე ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. რას იზამს პრეზიდენტი? თუ ვიზიტებს პირადი ხარჯებით მაინც განახორციელებს, შესაძლოა ეს თავისუფლების ფასი დაუჯდეს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები