აღმოჩენილია "ქართუ ფონდის" კიდევ ერთი საეჭვო გარიგება - რატომ ემიჯნება ივანიშვილი ხიდაშელს

19.10.23 20:38
აღმოჩენილია "ქართუ ფონდის" კიდევ ერთი საეჭვო გარიგება - რატომ ემიჯნება ივანიშვილი ხიდაშელს

 

ბიძინა ივანიშვილი დავით ხიდაშელს ნელ-ნელა ემიჯნება. რაჭის ტყეების უკან წაღების შემდეგ, ოლიგარქმა ივანიშვილმა მეორე ოლიგარქთან ბიზნეს კავშირიც გაწყვიტა. აღმოჩენილია "ქართუ ფონდის" კიდევ ერთი საეჭვო გარიგება. ირკვევა, რომ პუტინის კარის ბიზნესმენის კომპანიამ ანტივირუსული პრეპარატის შესაქმნელად თანამონაწილეობა  "ქართუ ფონდს" შესთავაზა. გარიგება შედგა, თუმცა  ფონდის გასაიდუმლოებული ანგარიშების  გამო არ ვიცით რამდენი დაიხარჯა და რაში.  პრეპარატი არ დამზადებუყლა, ივანშვილმა კი კომპანიის წილი მესამე პირზე გადაყიდა. 

საქველმოქმედო საქმიანობა თუ შავი ფულის მიმოქცევა, რა დგას რეალურად "ქართუ ფონდის" საქმიანობის უკან? ანგარიშები 2019 წლიდან სრულად   გასაიდუმლოებულია და ამიტომ არავინ იცის რა ფულს ატრიალებს ივანშვილი  ქართუ  ფონდის გავლით. არსებობს ეჭვი,რომ  ივანიშვილის ფონდი რუსი სანქცირებული ბიზნესმენებისთვის და ოლიგარქის ახლო გარემოცვისთვის მთავარი ფინანსური  დასაყრდენია და მილიონები სავრაუდოდ  არასაქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები