სუს-ის უფროსმა დაანონსა, რომ ფარცხალაძეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს

19.10.23 20:28
სუს-ის უფროსმა დაანონსა, რომ ფარცხალაძეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს

 

ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილი ოთარ ფარცხალაძეზე დუმილს დაარღვევს.  სუს-ის უფროსმა დაანონსა რომ სანქცირებული ყოფილი ჩინოვნიკის შესახებ  ყველა კითხვას  პასუხს გასცემს.

მოდი როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ანგარიში რომ დამთავრდება, გამოვალ, თქვენი ჩვეული სიმშვიდით და ორგანიზებულობით დამხვდით და ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ. ყველაფერზე მზად ვარ, მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი".- განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტში შესვლისას.

ამ წუთებში ლილუაშვილს  პარლამენტში უსმენენ. როდის დაკითხეს  რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი? რა ინფორმაცია მიაწოდა  მან გამოძიებას, რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარცხალაძის წინააღმდეგ- ყველა ამ კითხვას ლილუაშვილს ოპოზიცია დაუსვამს, თუმცა რას უპასუხებს სუს-ის უფროსი  არ ვიცით, რადგან სხდომის ეს ნაწილი  დახურულია. 

ამ წუთებში ლილუაშვილს  პარლამენტში უსმენენ.

მსგავსი სიახლეები