აქცია ონია მერიასთან - პოლიციამ მოქალაქეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა
ხმაური და დაპირისპირება ონის მერიასთან - პოლიციამ მოქალაქეებს, რომლებიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, კარვის გაშლის უფლება არ მისცა.
მერიასთან შეკრებილები ონის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ონის მერიის შენობის პიკეტირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რიონის ხეობის მოძრაობის წევრებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა.
რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეთო არსანიძის თქმით, მარგველაძემ შენობა მაშინ დატოვა, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეები გვერდით გაწია. მისი თქმით, ამ დროს ქალაქის გუბერნატორის მანქანამ ონი დატოვა, ხოლო მერიის თანამშრომლები უკანა ფანჯრიდან გაიპარნენ.
როგორც ეთო არსენიძე სოციალურ ქსელში წერს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან საჯარო შეხვედრის მოთხოვნით, ხვალ, დილის 9:00 საათიდან ონის მერიასთან შეიკრიბებიან.