"არ მგონია, რომ უკან დაიხიოს" - პრეზიდენტის ძმა "ოცნების" მუქარასა და ზურაბიშვილის გეგმებზე

19.10.23 21:22
"არ მგონია, რომ უკან დაიხიოს" - პრეზიდენტის ძმა "ოცნების" მუქარასა და ზურაბიშვილის გეგმებზე

მუქარა პროკურატურით და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით - შეწყვეტს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას - სალომე ზურაბიშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უკან არ დაიხევს და მუქარა არ შეაშინებს.

ოთარ ზურაბიშვილი იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს აფასებს და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, როგორც საკითხის წამოწევით, ასევე იმ ეპითეტების გამო, რაც სხდომათა დარბაზში ან მის გარეთ მმართველი გუნდის დეპუტატებისგან ისმოდა. ოთარ ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის საკითხის წინ წამოწევა ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა.

პრეზიდენტის თქმით, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ხელშია მოქცეული, ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის.

მთავარი მიზანი არის ევროპის სტატუსი და ორი თვეა დარჩენილი, არ მგონია, ვნახოთ, თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ არ მგონია, რომ უკან დაიხიოს. კონტაქტები, რომლებიც აქვს, საჭიროა, რომ ახლა გააქტიურდეს მაქსიმალურად, რომ შედეგი, რომელსაც ველით შესრულდეს, არ მგონია, რომ დაიხიოს უკან.

დღეს, რაც ვნახეთ, იყო მუქარა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ - ინტერესი ახლა გამახვილებულია პრეზიდენტზე, მერე გადავა სხვაზე. მგონია, რომ ეს მუდმივი სცენარია, რომ ხალხი დააბნიოს და ხალხს ყურადღება ამით იყოს დაკავებული.
ძალიან გამაოცა და ცოტა შოკში ჩავვარდი, რომ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მთავარი იყო ქართველებისთვის სიდინჯე, რაც ვნახე გუშინ ამას ეწინააღმდეგებოდა. ეს არის სისუსტის ნიშანი. ერთი სისუსტე გამოჩნდა, როცა საკონსტიტუციოში ვერ მიიღეს 9-ვე მოსამართლის გადაწყვეტილება, ზეწოლის მიუხედავად. მერე მხრივ, სისუსტე არის, კენჭისყრის შედეგი და მესამე, კენჭისყრის დროს რამდენიმე ხმაც დაკარგეს, ეს არის სისუსტე და ამის შემდეგ „ოცნების“ პოზიცია ცოტა გაძნელდა და მათთვის ალბათ ძნელია აქედან გამოსვლა. მათი ქცევა ყოვლად მიუღებელია კენჭისყრის დროს და შემდეგაც.

მუქარა ერთია, მეორე არის, რომ შესაძლებლობა და იარაღი უნდა არსებობდეს, რომ წაიყვანონ ბოლომდე ეს საქმე. თუ ემუქრებიან, უნდა იყოს შედეგიანად და თუ ის არის გაკეთებული მარტო იმიტომ,  რომ რამენაირად დააშინონ, შეაფერხონ მომავალი შეხვედრები, მგონი, უნდა მიიღონ მხედველობაში, რა მოხდა ევროკავშირში. ძალიან არაჩვეულებრივი არის, რომ გაიგზავნოს წერილი მხარდაჭერის ევროკავშირის მიერ,“ - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები