შეეშინდათ და ახლა ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვაშინონ იმით, რომ დაგვიბარონ სუს-ში დაკითხვებზე - ნატალია ვაწაძე
„მთავრობას ეშინია. მათ ჩვენი ეშინიათ და ახლა ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვაშინონ იმით, რომ დაგვიბარონ სუს-ში დაკითხვებზე,“ - ეს განცხადება არტისტმა ნატალია ვაწაძემ „რეაქციაში“ სუს-ში ტრენინგების საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ გააკეთა.
ვაწაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიების მიზანი ხელოვანების დაშინებაა, რომლებიც აპროტესტებენ კულტურის სამინისტროს რეპრესიებს.
ტრენინგის თემა იყო, როგორ მივიტანოთ ხელოვანებმა სათქმელი უფრო ფართო აუდიტორიამდე და ჩვენ გვაქვს, რასაკვირველია, სათქმელი. ჩვენი სათქმელი არის ის რეპრესიები, რომლებსაც ატარებს ხელისუფლება ხელოვანების წინააღმდეგ. დღეს ქართული ხელოვნება, კინო, მწერლები არიან ბოიკოტში, რომლებსაც არ უნდათ მიიღონ კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობა, რადგან ყველაფერი წინასწარ გაყალბებულია. ისინი მიმართავენ რეპრესიებს,“ - ამბობს ნატალია ვაწაძე.