ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს - ლილუაშვილი
ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რა მუხლით არის გამოძიება დაწყებული, სად იმყოფება აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რამდენი ჩვენება მისცა მან საგამოძიებო უწყებას - ამ კითხვებზე „პირველებს“ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა.
ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფარცხალაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძე სუს-ის მთავარ შენობაში გამოიკითხა. ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-მა მისი შენობაში შესვლის კადრები გამოაქვეყნოს.
სუს-ის უფროსი ამტკიცებს, რომ გამოკითხვის დროს ფარცხალაძისგან საგამოძიებო უწყებას იმაზე მეტი ინფორმაცია არ მიუღია, ვიდრე ეს თავად ჯაშუშობაში მხილებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თავად გააცნო საზოგადოებას.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.
რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა ბატონი ფარცხალაძე და მინდა გითხრათ, რომ მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში.
ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოქმედება გამოძიების მოქმედების გეგმის მიხედვით გაიწერა, ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების ეტაპზეა.
ბატონ ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.