სახდეპიდან მტკიცებულება ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ - ლილუაშვილი

19.10.23 23:32
სახდეპიდან მტკიცებულება ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ - ლილუაშვილი

სახდეპიდან მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, - ეს განცხადება სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ლილუაშვილი ამბობს, რომ სახდეპს პროკურატურამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა მტკიცებულებების გადმოცემის თხოვნით, თუმცა პარტნიორი ქვეყნიდან ამ დრომდე დოკუმენტები არ მიუღიათ.

მტკიცებულებები ვერ მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა, კარგა ხანია გასული, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სახდეპის მისამართით, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი დეტალები არ მიგვიღია. ყველა ჩვენგანი ითხოვს დეტალებს, ეს ძალიან დამაფიქრებელია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია მედიაში, თუკი ეს ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს ეტყობა არ ენდობიან ჩვენს სპეცსამსახურებს და არ ენდობიან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში გაცილებით უფრო სენსიტიურ და დიდ  ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება და თანამშრომლობა არის სამაგალითო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ინფორმაცია წინსწრებად ჰქონოდათ, ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები