ოთარ ფარცხალაძის საახლობლო წრის გამოკითხვა გრძელდება - ლილუაშვილი

19.10.23 23:37
ოთარ ფარცხალაძის საახლობლო წრის გამოკითხვა გრძელდება - ლილუაშვილი

სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საახლობლო წრის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, უწყება გამოკითხავს მათ, ვინც ფარცხალაძესთან ახლო შემხებლობაშია. 

გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომელიც შეიძლება ყოფილიყვნენ შემხებლობაში, ეს არის უახლოესი პირთა წრე, ასევე ის, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა,“ - ამბობს ლილუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები