თუკი სამტკიცი არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება - ლილუაშვილი ფარცხალაძის საქმეზე
შეწყდება თუ არა აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ გამოძიება - სუს-ის უფროსი ამბობს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საგამოძიებო უწყებებს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ექნება.
როგორც ლილუაშვილი ამბობს, "თუკი სამტკიცი არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება".
ლილუაშვილის თქმით, ქართული საგამოძიებო უწყებები ახლა მტკიცებულებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ელოდებიან.