რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები - ლილუაშვილი ტრენინგების საქმეზე

19.10.23 23:50
რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები - ლილუაშვილი ტრენინგების საქმეზე

„რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები, მწერალიც შეიძლება - თუმცა გასარკვევია, ვინ მწერალია და ვინ პოეტი, ვერ გაიგებთ,“ - ეს განცხადება ტრენინგების საქმეზე საუბრისას სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილის თქმით, გამოკითხვაზე დაბარებული ტრენინგის მონაწილეები გამომძიებლების კითხვებს მოკლედ პასუხობენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ, რასაც გამომძიებლები ეკითხებიან, არ ახსოვთ - ეს პასუხები კი სუს-ის უფროსს კითხვებს უჩენს. 

სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს სასამართლოს წინაშე დაკითხვას.
ვერავინ ვერ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება - ვინაიდან მიუხედავად 8-წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა 8-9 საათიანია, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელი და ამ ჯერად არ არის მიზანშეწონილი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე.
გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით - ამ მახსოვს, არ გამიგონია და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ ტელეკამერების წინ აჟღერებენ,“ - ამბობს ლილუაშვილი.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რეჟისორ გიორგი სავანელს, რომელიც ხვალ სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული, ლილუაშვილი ამბობს, რომ მასთან საგამოძიებო უწყებას კონკრეტული კითხვები აქვს. 

რეჟისორი სავანელი თუ არ არის მზად მორალურად თუ ფიზიკურად, იმის დადასტურება მაინც შეუძლია რა საუბრები იყო და რა კურსით ატრენინგებდნენ ჩამოსული სტუმრები ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებს," - ამბობს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები