გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ? - ლილუაშვილი

20.10.23 00:02
გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ? - ლილუაშვილი

„შეიძლება ჩემი საუბრებიც გამოვიდეს, შეიძლება სხვისიც,“ - ეს განცხადება სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან და ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავრცელდეს ფარული ჩანაწერები. 

როგორც სუს-ის უფროსი ამბობს, გაეროს გენერალურ მდივანსაც უსმენდნენ, შესაბამისად, ლილუაშვილი ამბობს, რომ ელექტრონული დაზვერვის დახმარებით შეუძლია დაინტერესებულ პირს მისთვის საინტერესო ობიექტის მოსმენა. 

მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა. გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც დანაშაულს, არც ზეგავლენებს. გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ,“ - ამბობს ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები