დაიბლოკება თუ არა mona.ge და დაიწყება თუ არა გამოძიება - სუს-ის უფროსის პასუხი

20.10.23 00:09
დაიბლოკება თუ არა mona.ge და დაიწყება თუ არა გამოძიება - სუს-ის უფროსის პასუხი

დაიბლოკება თუ არა mona.ge და დაიწყება თუ არა ხოშტარია-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება - სუს-ის უფროსი იმუქრება. ლილუაშვილის თქმით, თუ საიტზე კონკრეტული პირების პირადი ინფორმაცია აისახება, რაც მათ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, არ არის გამორიცხული გამოძიება დაიწყოს.

თუკი ამ ვებგვერდზე საჯაროდ აიტვირთება ის მონაცემები, რაც ჩაითვლება კანონდარღვევად, შესაბამისი მოარეგირე უწყებები მოახდენენ რეაგირებას. თუ პირადი მონაცემები ადამიანისა, რომლის გამჟღავნებაც პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონით არის უზრუნველყოფილი, თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ პირების უსაფრთხოებასთან - რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში,“ - ამბობს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები