"ალტ ინფოს" მხრიდან იარაღის მობილიზება - ლილუაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ
იარაღის მობილიზება და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება - დაინტერესდა თუ არა სუს-ი „ალტ-ინფოს“ ქმედებით - სუს-ის უფროსი ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“ ლიდერები გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
ლილუაშვილი ამბობს, რომ სუს-ი დაინტერესდება ამ საკითხით, თუმცა ამ დრომდე გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ.
სუს დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც ჩაითვლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევად. რა თქმა უნდა, დავინტერესდებით ამ თემით. ალტ-ინფოს ხელმძღვანელობის დაბარება-არდაბარების საკითხი არის სუს-ის საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი ასპექტი. ჯერ არ დაგვიბარებია გამოკითხვაზე,“ - ამბობს ლილუაშვილი.
რადიკალებმა მოძრაობა "ანტიმაიდანი“ დააფუძნეს და ხალხს ანგარიშზე ფულს არიცხვინებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თუ ქუჩაში მოქალაქეები მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ, პროტესტის ჩახშობას იარაღით და ძალადობით საკუთარ თავზე აიღებდნენ.