როგორია უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ლილუაშვილი

20.10.23 10:40
როგორია უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მარტო ბებუა არ არის, არის კიდევ 9 პირი, ორივე მიმართულებით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ევროკავშირის მისიისა და წითელი ჯვრის შუამავლობით ოჯახი ახერხებს მათი ჯანმრთელობის შესახებ უტყუარი ცნობების მიღებას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პირების გამოშვება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები