როდის გადაწყვეტს საქართველოს ბედს ევროკავშირი? - რას უმხელს იოზვიაკი "პირველებს"

20.10.23 10:59
როდის გადაწყვეტს საქართველოს ბედს ევროკავშირი? - რას უმხელს იოზვიაკი "პირველებს"

როდის გადაწყვეტს საქართელოს ბედს ევროკავშირი? "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი "პირველებს" უყვება, რომ რვა ნოემბერს გადაწყდება ჩვენი ქვენის ბედი. ეს თარიღი დროში ემთხვევა სამიტს, რომელიც ვაშინგტონში იხსნება. იქნებაა ჯერ კონსულტაციები ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს შორის, შემდეგ კი შედეგი. სწორედ რვა ნოემბერს გავიგებთ, მივიღებთ თუ არაა სტატუს, თუ გადაწყვეტილება იქნება შუალედური.

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნომებრისთვის გადაიტანეს, ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრიანასთან და მოლდოვასთან მიიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროიკავშირს  მიმართულებას მაინც მისცემს, რა როგორ უნდა მოხდეს. საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია, თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება" - ამბობს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები