პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა "პირველებთან" ისაუბრა იმ ნეგატიურ ეფექტთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, პრეზიდენტს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოჰყოლოდა.
იოზვიაკი პრიდაპირ ამბობს, რომ ეს პროცესი მოკლავდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს.
ძალიან პოზიტიური ამბავია საქართველოსთვის, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა. ამას ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნებოდა გადაწყვეტილებაზე. მისი იმპიჩმენტი შანსებს მოკლავდა. რადგან ახლა პარლამენტმა, რაღაც გაგებით ეს პროცესი გადაარჩინა, ვფიქრობ, შანსები ისევ არის საქართველოსთვის. ბრიუსელში ამბობენ, რომ როგორც ჩანს საქართველო ხელიდან არ უშვებს შანსს, სტატუსი განზრახ არ მიიღოს. ახლა უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ნამდვილად უნდა თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ სტატუსს მიიღებს ქვეყანა და არა პარტია ან მთავრობა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, ანგარიშში ცვლილებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს, ძირითადი ნაწილი ანგარიშისა ჯერ კიდევ ღიად რჩება". - განაცხადა იოზვიაკმა.
როდის გადაწყვეტს საქართველოს ბედს ევროკავშირი? "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი "პირველებს" უყვება, რომ რვა ნოემბერს გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ეს თარიღი დროში ემთხვევა სამიტს, რომელიც ვაშინგტონში იხსნება. იქნება ჯერ კონსულტაციები ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს შორის, შემდეგ კი შედეგი. სწორედ რვა ნოემბერს გავიგებთ, მივიღებთ თუ არაა სტატუს, თუ გადაწყვეტილება იქნება შუალედური.