კრიტიკულობას პრორუსული ხელისუფლებისადმი, ლილუაშვილი ვერ გადაგვაფიქრებინებს - მივა თუ არა სავანელი სუს-ში

20.10.23 11:41
კრიტიკულობას პრორუსული ხელისუფლებისადმი, ლილუაშვილი ვერ გადაგვაფიქრებინებს - მივა თუ არა სავანელი სუს-ში

რეჟისორი გიორგი სავანელი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელიც "ტრენინგების საქმეზე" სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა სუს-ის ნაცვლად, რეჟისორი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

რეჟისორის თქმით, სუს-ს სურს, რომ შიში დანერგოს საზოგადოებაში. სავანელი ამბობს, რომ მათ სურვილს, რომ იყვნენ კრიტიკულები პრორუსული ხელისუფლებისადმი ვერც ლილუაშვილი და ვერც გამოკითხვების სერია ვერ გადააფიქრებინებს.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყება ჩამაბარა, რომლითაც მიბარებდა გამოკითხვაზე. კანონით გვქონდა უფლება, რომ არ მივსულიყავით სუს-ში და მოვითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა და ახლა ველოდებით სასამართლოსგან შეტყობინებას ან მოწვევას, რომ იქ ვისაუბროთ ამ თემაზე. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფმა პირადა ჩემი გვარიც ახსენა ჟურნალისტის კითხვაზე, ამას პატივად ჩავთვლიდი რამე უკეთეს და საინტერესო კონტექსტში რომ ყოფილიყო ნახსენები და რამე სიმართლესთან და რეალობასთან ახლოს რომ ყოფილიყო.

ბატონ ლილუაშვილს ძალიან კარგი წარმოდგენა ჰქონია ხელოვანებზე, რადგან მას სჯერა, რომ შეიძლება რაიმე გადატრიალებაში ან რევოლუციონერებში დღეს ჩვენი სახელმწიფოს მოცემულ ვითარებაში შეიძლება დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობდნენ, მაგრამ აქაც მე მგონი, რომ თავისივე შეთხზული ზღაპრის თუ მითის მძევალია, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოებაში პირველ რიგში დანერგონ შიში. ის, რომ ვიყოთ კრიტიკულები პრორუსული ხელისუფლებისადმი, ამას ვერც ლილუაშვილი და ვერავითარი გამოკითხვა ვერ გადაგვაფიქრებინებს", - ამბობს რეჟისორი, გიორგი სავანელი.

მსგავსი სიახლეები