ცინიკურია, რომ "ოცნება" ამას აკეთებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების განაცხადით - სამადაშვილი ცენზურის კანონზე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ცინიკურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ "ოცნებამ" ცენზურის კანონი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების განაცხადით დაამტკიცა.
მისი თქმით, ეს არ ყოფილა ევროკავშირის არანაირი მოთხოვნა.
ეს არის რეალურად ცენზურის შესაძლებლობის შექმნა, რომელსაც როცა მოუნდება მაშინ გამოიყენებს ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ცინიკურია, რომ ამას აკეთებენ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების განაცხადით იმიტომ, რომ ცხადია ეს არ ყოფილა ევროკავშირის არანაირი მოთხოვნა, ევროკავშირის მოთხოვნა პირიქით არის მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერება და დღეს ამის საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო რუსულმა ხელისუფლებამ", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
რა შეცვალა ხელისუფლებამ? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.