თავისუფალ მედიას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მაინც იტყვიან - ბოტკოველი
თავისუფალ მედიას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მაინც იტყვიან - ასე ეხმაურება ცენზურის ახალ კანონს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი.
ბოტკოველის თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა მედიის რეპრესიის სურვილი.
მედია რეპრესიის სურვილს დავარქმევდი რუსული ოცნების მხრიდან, რასაც აღსრულება იმთავითვე არ უწერია, აღსრულება არის როცა შედეგს მიაღწევს და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გინდა რამე დანერგოს და დააკანონოს დღეს რუსულმა ოცნებამ თავისუფალი მედიის დასაშინებლად თავისუფალ მედიას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მაინც იტყვიან, სიმართლეს, რაც სჭირდება ქვეყნის გადარჩენას", - გიორგი ბოტკოველი.
რა შეცვალა ხელისუფლებამ? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.