პირდაპირ გვითხრეს, რეკომენდაციების შესასრულებლად მიიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, ავდექით და მივიღეთ - დავითულიანი

20.10.23 12:18
პირდაპირ გვითხრეს, რეკომენდაციების შესასრულებლად მიიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, ავდექით და მივიღეთ - დავითულიანი

"ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ცენზურის კანონის მიღება ევროკომისიამ მოსთხოვა მმართველ გუნდს და სწორედ ამიტომ მიიღეს კანონი, რომელიც მედიის უფლებებს ზღუდავს.

დავითულიანი ამბობს, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ერთმანეთის მიმართ ზიზღს და სიძულვილ არ გამოვხატავთ ღია ეთერებიდან.

პირდაპირ გვითხრეს, იმისთვის, რომ შესრულდეს ერთ-ერთი რეკომენდაცია მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ავდექით და მივიღეთ და რა არის ცუდი იმაში, რომ ერთმანეთის მიმართ ზიზღს და სიძულვილ არ გამოვხატავთ ღია ეთერებიდან. ეს კრიტერიუმები კანონში აქამდეც ეწერა, უბრალოდ ახლა გამოუყო დაიდო ერთად და გაჩნდა სანქცია-ჯარიმის სახით", - ამბობს ბექა დავითულიანი.

რა შეცვალა ხელისუფლებამ? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები