თბილისში ისრაელის დროშა ჩამოხსნეს და ფეხით შედგნენ - დაჯარიმებულია 4 პირი
თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს. ისრაელის დროშა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე იყო აღმართული, რამდენიმე პირმა ჩამოხსნა და ფეხით შედგა - ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინციდენტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით - 174-ე მუხლი 18 პრიმა მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, დაჯარიმდა 4 ირანელი სტუდენტი, დროშა ადგილზე თავიდან გუშინვე დაკიდეს.