ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი თანახმა უნდა იყო - წილოსანი ცენზურის კანონზე
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ცენზურის კანონის მიღებით კარგი საქმე გააკეთეს და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაზე თანახმა უნდა იყო.
წილოსანი ამბობს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა კანონის შესახებ სიცრუე გაავრცელეს და მედიის ზეწოლად მონათლეს.
არ შეიძლება სიძულვილის ენის, ტერორისტული მოწოდებების, ომის გაღვივების და თუნდაც ეთნიკური სქესის თუ სხვა ნიშნის მიხედვით ძალადობის და სიძულვილი მოწოდებების გაჟღერება და პროპაგანდირება, ეს ყველაფერი ყოფილიყო ამავდროულად მარეგულირებლის მხრიდან გაკონტროლებული, რაზეც მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი თანახმა უნდა იყოს, თუმცა მათ ეს გამოიყენეს იმისთვის, რომ ისევ და ისევ სიცრუე გაავრცელონ, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლის", - ამბობს ნინო წილოსანი.
რა შეცვალა ხელისუფლებამ? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.