საქართველოს მოქალაქე, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა, პოლონეთში დააკავეს
პოლონეთში 500 ათასი პოლონური ზლოტის მოპარვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მარტში მოიპარა ჩანთა, სადაც 500 ათასი პოლონური ზლოტი იდო.
გამოძიების ინფორმაციით, ჩანთის აღების შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში დააკავეს. ის სამ თვეს პატიმრობაში გაატარებს.
მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მედია წერს, რომ მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.