რუსეთმა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა - არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა გასულ ღამეს დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შეუტიეს. თავდასხმა დილამდე გაგრძელდა, რა დროსაც რუსებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავიც დაბომბეს.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული. ამას გარდა, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლის შენობა. რუსულმა ძალებმა ამ ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს.
ხარკოვის ოლქში კი დაზიანდა 4 სახლი და 5 სავაჭრო ჯიხური. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.