რას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი? - გიორგი ვაშაძე სტატუსის მიღებაზე

20.10.23 13:10
რას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი? - გიორგი ვაშაძე სტატუსის მიღებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

როგორც პარტიის დამფუძნებელი ამბობს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ არის ევროკავშირთან დაახლოება და სტატუსის მიღება, ხოლო მთავრობა სულ სხვა საგარეო კურსს ავითარებს, ამ ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობის დაკვეთას არ ასრულებს. 

როცა საპარლამენტო უმრავლესობა ასე სისტემურად იბრძვის იმის წინააღმდეგ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დროს - რატომ ასრულებს იმ ნებას, რომელიც რუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ორგანიზებული, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და რატომ არ ასრულებს ქართველი ხალხის ნების შესაბამის ქმედებებს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები