სუს-მა რატომ უნდა იცოდეს? - მაჭარაშვილი ფარცხალაძის რუსულ პასპორტზე

20.10.23 13:32
სუს-მა რატომ უნდა იცოდეს? - მაჭარაშვილი ფარცხალაძის რუსულ პასპორტზე

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გრიგოლ ლილუაშვილს იცავს და ვერ გაუგია, სუს-მა რატომ უნდა იცოდეს, ვინ არის რუსეთის მოქალაქე და ვინ არა.

მაჭარაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე არ არის პოლიტიკაში და ვერ ხვდება სუს-ი რატომ უნდა დაინტერესებულიყო მისი მოქალაქეობით.

სუს-მა რატომ უნდა იცოდეს, თუ დასჭირდება მერე გაიგებს, სხვა შემთხვევაში იმას ამბობთ, რომ სუსი უკანონოდ გვისმენსო, როცა არ გისმენთ და ახლა საყვედურობთ იმას, რატომ არ იცის თითოეული მოქალაქე, როცა არის საჭირო ამ შემთხვევაში გებულობს ყველაფერს და საერთოდ ეს რა შუაშია. ფარცხალაძე არ არის არც პოლიტიკოსი, არც საჯარო სივრცეში პირი და პარლამენტის წევრები არიან ოპოზიციიდან რუსეთის მოქალაქეები", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

გუშინ ლილუაშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობით არ დაინტერესებულა, რადგან ის არ არის პოლიტიკაში და ასევე აღნიშნა, რომ ბევრს აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფარცხალაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძე სუს-ის მთავარ შენობაში გამოიკითხა. ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-მა მისი შენობაში შესვლის კადრები გამოაქვეყნოს.

სუს-ის უფროსი ამტკიცებს, რომ გამოკითხვის დროს ფარცხალაძისგან საგამოძიებო უწყებას იმაზე მეტი ინფორმაცია არ მიუღია, ვიდრე ეს თავად ჯაშუშობაში მხილებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თავად გააცნო საზოგადოებას.

ჯერჯერობით გრიგოლ ლილუაშვილს პირობა არ შეუსრულებია და ამ დრომდე არ გავრცელებულა ოთარ ფარცხალაძის კადრები, თუ როგორ შედის ყოფილი გენერალური პროკურორი მოდულის შენობაში. გუშინ ლილუაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კადრებს გაასაჯაროებს.

მსგავსი სიახლეები